http://www.awa.org.ge

ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში (პროექტი ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი," დონორი-ევროკავშირი) სისტემატიურად ახორციელებს საინფორმაციო გასვლებს მოსახლეობაში ოჯახში ძალადობის პრევენციის და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით
ადვოკატირების ჯგუფის წევრები არიგებენ საინფორმაციო მასალას. ცენტრის იურისტები მოსახლეობას სთავაზობენ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს, საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობას. ქალთა და მოხუცთა მიმართ ძალადობის ეჭვის შემთხვევაში კი ხდება ოჯახის კონტროლზე აყვანა და საქმეში შესაბამისი სტრუქტურების ჩართვა. 
დღეს ცენტრის ადვოკატირების ჯგუფი ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლობას ეწვია და მათ პრობლემებსაც გაეცნო. ისინი ბარაკის ტიპის სახლებში ცხოვრობენ, რომელიც ადრე საქართველოს რკინიგზას ეკითვნოდა. დღეს ამ ქუჩაზე არ არის გაყვანილი კანალიზაცია და გაზი, არ აქვთ პრივატიზებული საცხოვრებელი ფართები. ჩვენი ინფორმაციით მუნიციპალიტეტი ცდილობს ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებელებს პრობლემები მოუგვაროს.

უკან