http://www.awa.org.ge

,,ღირსეული სიბერეს" ოფისში (ქობულეთი, რუსთაველი 36) მიმდინარეობს ტრენინგების ციკლი ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“ ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში (პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი)
პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას.
პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო შეხვედრებს მეცხოველეობასა და მემცენარეობაში, ასევე ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირების მხრივ და საგრანტო კონკურსს.
ამჯერად დასრულდა საინფორმაციო შეხვედრები მემცენარეობაში, რომელიც ქობულეთის აგრობიზნეს ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების უფროსმა მანუჩარ ნიჟარაძემ ჩაატარა.

 

უკან