ხანდაზმულთა რესურს ცენტრში პერიოდულად იმართება საინფორმაციო სემინარები, რომლებიც ხანდაზმულთათვის აქტუალურ თემებს ეხება.
14 მარტს ჩატარებული სემინარის თემა ჯანმრთელი დაბერების საკითხებს ეხებოდა. რომელიც ვეტერანმა ექიმმა ნათელა მდივანმა ჩაატარა.
ქალბატონმა ნათელამ საინტერესოდ და ემოციურად ისაუბრა იმ ფაქტორების შესახებ, რომლების ხელს უწყობენ ადამიანების დღეგრძელობას: ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბალანსირებული კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა და სხვა. ასევე იმ დაავდებათა შესახებ, რომელთა მიმართ მოხუცებულები არიან მიდრეკილნი.
სემინარის ბოლოს დარიგდა ლექტორის მიერ მომზადებული თემატური საინფორმაციო მასალა.