http://www.awa.org.ge

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეციარებს კიდევ ერთი სასიამოვნო სიუპრიზი მოუმზადა. 27 მარტს ასოციაციის 15 ბენეფიციარი ქალბატონი ბათუმის ხელოვნების ცენტრში მიიწვია და მუსიკალურ სპექტაკლს-,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“-დაასწრო. ბენეფიციარების ტრანსპორტირების ორგანიზება ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულომ ითავა. 
ნანახითა და განცდილით ბედნიერი ხანდაზმული ქალბატონები ამ მშვენიერი საჩუქრის გამო მადლიერებას ვერ ფარავდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის მისამართით, რომელიც ამ ღონისძიების ინიციატორი იყო. 
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი" ასოცირებული პარტნიორია, რომელსაც ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" ამჟამად ახორციელებს.

 


უკან