http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში (ქობულეთი, რუსთაველის 36) ხელნაკეთი სამკაულების დამზადების გაკვეთილები 28 დეკემბერს დასრულდება. ასაკოვანი ქალბატონები (45 წლის ზემოთ) ბიჟუტერიის დამზადების ტექნიკას ეუფლებიან. გაკვეთილებს ცნობილი დიზაინერი მაია შათირიშვილი ატარებს. მსურველებით ჯგუფების დაკომპლექტების შემთხვევაში გაკვეთილები ძველით ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდება. ასე რომ, გიწვევთ ... :) 
სამკაულების დამზადება ძალიან საინტერესო პროცესია, მასალა საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია, ხოლო საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულის ტარება დიდ სიამოვნებას და თავდაჯერებულებას მატებს ქალბატონებს, თანაც დამატებითი შემოსავლის წყაროც არის. 
საქმიანობა ხორციელდება ’’დემოკრატიის ინსტიტუტისა’’ და ’’ღირსეული სიბერეს’’ ერთობლივი პროექტის - “დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ’’ევროკავშირი’’.

უკან