დღეს მორიგმა ჯგუფმა დაასრულა ტრენინგი თემაზე ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" ახორციელებს (პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი)
პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას.
პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო შეხვედრებს მეცხოველეობასა და მემცენარეობაში, ასევე ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირების მხრივ და საგრანტო კონკურსს.
ტრენერი: დავით არძენაძე,
ტრენინგები ტარდება ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" ოფისში: ქობულეთი რუსთაველის 36