http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის” ტრადიციული საზაფხულო საქველმოქმედო აქციების ციკლი ,,ჩვენც დავბერდებით ” დაიწყო!
საქველმოქმედო აქციები პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი” (დონორი - ევროკავშირი) ფარგლებში მიმდინარეობს და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. შეგროვებული თანხა უმწეო ხანდაზმულთათვის საკვები პროდუქტების და მედიკამენტების შეძენას მოხმარდება. 
აქციების მხარდამჭერია ქობულეთის № 1, 2, 3, 5, 6 საჯარო სკოლები, ასევე პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ პარტნიორები- მედია ჯგუფი „აჭარა P.S.“ და ქობულეთის კულტურის ცენტრი. 
ქობულეთის საჯარო სკოლებში გუნდური პრინციპით შერჩეული თინეიჯერი მოხალისეების ჯგუფები სპეციალური მაისურებით (წარწერებით ,,ჩვენც დავბერდებით”) და შუშის ყულაბებით ქობულეთის თითქმის ყველა ხალხმრავალ უბანს ეწვევიან, დაესწრებიან ქობულეთის ზღვისპირა პარკში დაგეგმილ ფესტივალებს და კონცერტებს, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა. 
შემოგვიერდით! მიიღეთ მონაწილეობა საქველმოქმედო აქციებში!
თქვენ შეგიძლიათ შემოწირულობა პროდუქტების ან თანხის სახით მოგვაწოდოთ მისამართზე: ქობულეთი, აღმაშენებელის 130, ხანდაზმულთა რესურს ცენტრი.
ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით: 593 13 20 21, 26 91 00 და შემოგვთავაზოთ თქვენი წინადადება. 

ჩვენი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშია:
ა(ა) იპ ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეული სიბერე“
ს/კ 247009614
საქართველოს ბანკი-BAGAGE22, ა/ნ GE70BG 0000000513803700
წინასწარ გმადლობთ ქველმოქმედებისათვის!

"ქველმოქმედება-ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს.ქველმოქმედება აახლოებს და ამეგობრებს.მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს." დედა ტერეზა

უკან