http://www.awa.org.ge

დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და აგროსერვის ცენტრმა, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ პროექტ „ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ (დონორი ევროკავშირი) მონაწილე ბენეფიციარებს უმასპინძლეს. ასოციაციის თავმჯდომარე ნანა კალანდაძემ მასპინძლებს აღნიშნული პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო, შეკრებილებმა ვიდეოფილმებიც ნახეს, რომლებიც პროექტის მიღწევებსა და წარმატებაზეა გადაღებული. ბენეფიციარებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, გაეროს განვითარების პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე, საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე მიესალმნენ. დღესვე „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარს, პროექტ „ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ ფარგლებში თვითდასაქმებულ ნინო კახიძეს საჩუქრად მიკროკომპიუტერული ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი ინკუბატორი გადაეცა. ინკუბატორის საშუალებით 322 წიწილის გამოჩეკაა შესაძლებელი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროსერვის ცენტრი და გაეროს განვითარების ფონდი ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციართა მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ

უკან