
ასოციაციაში ,,ღირსეული სიბერე“ პროექტის ფარგლებში ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი ევროკავშირი) დასრულდა კონსულტაციები და სემინარები თემაზე ,,როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ მცირე ბიზნესი". აღნიშნული პროექტის ერთერთი მიმართულება იყო პროგრამის ,,ხანდაზმულთა თვითდასაქმების ხელსეწყობა" განხორციელება. პროგრამა მცირე ბიზნესში ჩართვას, შრომის ბაზარზე ხანდაზმულთა მონაწილეობას და ეკონომიური გაძლიერების ხელშეწყობას ემსახურებოდა.
პროექტის მონაწილე ბენეფიციარმა ასევე გაიარეს ტრენინგები 2 ციკლად, უმრავლესი მათგანი მცირე გრანტებით დაფინანსდა.
სემინარები ჩაატარა აგრარულ მეცნიერებათა დოქტორმა, ქობულეთის აგროსერვისცენტრის საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა მანუჩარ ნიჟარაძემ
https://www.facebook.com/media/set/?set=a.995663730468188.1073742122.110260972341806&type=3