http://www.awa.org.ge

3 დეკემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16დღიანი კამპანიის ფარგლებში, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში , გაიმართა სემინარი თემზე: ,,ტრადიციები, ადათ-წესები და კულტურა გენდერული პარალელები." პრეზენტატორმა რეზო ტაკიძემ ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად ძალადობის მიზეზი ოჯახებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი ტრადიციები და დამკვიდრებული სტერეოტიპებია. რომ გენდერული სტარეოტიპები იმდენად ძლიერი და ფესვგამდგარია საზოგადოებაში, რომ თითქმის უცვლელად გადაეცემა თაობიდან თაობას. სემინარის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
სემინარს ასოციაციის ბენეფიციარები და ქობულეთის №5 საჯარო სკოლის კლუბ "კამელოტის“ წევრები ესწრებოდნენ.
საქმიანობა ხორციელდება ’’დემოკრატიის ინსტიტუტისა’’ და ’’ღირსეული სიბერეს’’ ერთობლივი პროექტის - “დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ’’ევროკავშირი’’.
http://ajaratv.ge/ge/news/society/ara-dzaladobas-seminari-qobuletshi-gaimarta/104995#.VmFxVLsI4gA.facebook

უკან