17 თებერვალს ხანდაზმულთა რესურს ცენტრში ჩატარდა პირველი სემინარი ციკლიდან ,,აჭარის სასიქადულო მამულიშვილები“. სემინარში მონაწილეობას ღებულობდნენ ორგანიზაციის ბენეფიციარები, ქალაქის №1 და №5 საჯარო სკოლების უფროსკლასელები, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყნის, კუთხისა და კონკრეტულად ქობულეთის ისტორიით და მისი სახელოვანი ადამიანების ღვაწლით.
პირველი შეხვედრა ჭეშმარიტ ქართველ მამულიშვილს, რწმენით მაჰმადიანს სკენდერ ეფენდი ცივაძეს მიეძღვნა. პრეზენტატორმა ნუგზარ ჟორდანიამ ისაუბრა იმ ცნობილ და უცნობ დეტალებზე, მოვლენებზე, რომლის ეპიცენტრშიც ეს დიდი პიროვნება იდგა და მისმა გაბედულმა და ეროვნულმა პოზიციამ დიდი როლი ითამაშა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებაში. პრეზენტაცია სლაიდშოუს თანხლებით მიმდინარობდა, სადაც ნაჩვენები იყო უნიკალური ისტორიული ფოტოდოკუმენტალური მასალა.
სემინარების ციკლი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის" ფარგლებში ტარდება.