4 დეკემბერს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში სემინარი ,,ქალის როლი ქრისტიანობაში“ ჩატარდა. სემინარი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდა ქრისტიანები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ - საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა იულია ბაჯელიძემ ჩაატარა. სემინარს ესწრებოდნენ საჯარო სკოლების პედაგოგები, ფსიქოლოგები, კულტურის ცენტრის და გამგეობის წარმომადგენლები პროექტს ,, ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“