IFA eNews-ის საინფორმაციო ბიულეტენში გამოქვეყნდა სტატია ,,ხანდაზმულ ქალთა მხარდაჭერა საქართველოში”.
IFA- წარმოადგენს საერთაშორისო ფედერაციას დაბერების პრობლემების შესახებ (http://www.ifa-fiv.org/ ) ეს არის არასამთავრებო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს კანადაში და ხელს უწყობს მთელს მსოფლიოში დადებით ცვლილებებს ხანდაზმულ ადამიანებთან მიმართებაში. IFA სტიმულს აძლევს, იკვლევს, ეძებს, მხარს უჭერს და ავრცელებს ინფორმაციას ხანდაზმულთა უფლებების, პოლიტიკის და მეთოდების შესახებ.
მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ფედერაციას და განაკუთრებით მის დირექტორს ბატ. გრეგ შოუს. ეს უკვე მეორე წერილია გამოქვეყნებული IFA eNews-ის საინფორმაციო ბიულეტენში ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის შესახებ.
,,ხანდაზმულ ქალთა მხარდაჭერა საქართველოში”.
ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე” ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ხანდაზმულ ქალთა პრობლემებზე მუშაობს. დააარსა ასაკოვანმა ქალთა ჯგუფმა 2009 წელს ქ. ქობულეთში (აჭარის რეგიონი).
,,ღირსეული სიბერი’’ს მიზანია ხანდაზმულ ქალთა სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის ხელშეწყობა მათი უფლებების დაცვის, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის, ხანდაზმულთა რესურსების მაქსიმალური გამოყენების და საზოგადოებაში ინტეგრაციის გზით. სამიზნე ჯგუფია უპირატესად მარტოხელა, უნარშეზღუდული და სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ქალები.
ამჟამად მიმდინარეობს პროექტები ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი” და ,,თაობათა დიალოგი”.
პროექტი ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი” დააფინანსა ფონდმა ,,ღია საზოგადოება- საქართველო” (ჯორჯ სოროსის ფონდი საქართველოში). შეიქმნა ხანდაზმულთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრი, სადაც ტარდება უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები. ცენტრში მოდიან ხანდაზმულები, რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები, თავს მარტოდ და გარიყულად გრძნობენ, უიმედოდ არიან და საჭიროებენ თანაგრძნობას. ხანდაზმულთა დისკრიმინაციის შემთხვევებში მიმდინარეობს მათი ინტერესების დაცვა ასოციაციის უფლებამოსილების ფარგლებში. ცენტრში ტარდება საინფორმაციო შეხვედრები მოწვეულ სპეციალისტებთან, ღირსეშანიშნავი თარიღების და საქველმოქმედო საღამოების ორგანიზება. ცენტრში შეიქმნილია თანაგრძნობისა და თანადგომის ატმოსფერო. უმწეო და სახლს მიჯაჭვულ მარტოხელა მოხუცებს საყოფაცხოვრებო დახმარებას, ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერას უწევს მოხალისეთა ჯგუფი, რომლებშიც გაერთიანებული არიან თინეიჯერებიც. პროექტის ბენეფიციარია 50 მარტოხელა ხანდაზმული ქალი, რომლების ცხოვრობენ უკიდურეს სიღარიბეში. მათი პენსია საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია.
,,ღირსული სიბერე’’ -ში პარალელურად მიმდინარეობს პროექტი ,,თაობათა დიალოგი”, რომელიც დააფინანსა ,,დემოკრატიის ინსტიტუტმა” ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს თაობებს შორის სადისკუსიო შეხვედრებს, ახალგაზრდა თაობაში ქვეყნის ისტორიის პოპულარიზაციისთვის სკოლებში ტარდება სემინარები, სასკოლო კონკურსი საუკეთესო სტატიისთვის თაობათა კავშირის შესახებ, სტატიები რეგიონალურ მედიაში და სხვა ღონისძიებები. სწრაფი ისტორიული ცვლილებების პერიოდში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა განიცდის, შეინიშნება საზოგადოების ინდიფერენტულობა და გულგრილობა ხანდაზმული თაობის მიმართ, თაობებს შორის შინაგანი გაუცხოება და დაპირისპირებულობა. თაობათა დიალოგი, ჩვენი აზრით პრობლემის გადაჭრის რეალური გზაა.
,,ღირსული სიბერე”ს დასახული პროექტებია მცირე სოციალური საწარმოს ორგანიზაცია, რომელიც თავისი საქმიანობით მიღებულ შემოსავალს მოახმარს ასოციაციის მისიის რეალიზაციას, ხანდაზმულთა რაიონული საკონსულტაციო ცენტრი, კონფერენციის ორგანიზება ხანდაზმულთა პრობლემების შესახებ, დღეგრძელ ქალთა კლუბი ,,კუ” და სხვა. უმწეო, არამობილურ ხანდაზმულთათვის გვინდა განვახორციელოთ უახლოესი პროექტი ,,ცხელი სადილი ბორბლებზე”.
ჩვენ ვცდილობთ ძალიან მოკრძალებული ბიუჯეტით განვახორციელოთ ჩვენი პროექტები. რაც არის ხანდაზმულთა პრობლემების გადაწყვეტის მოთხოვნილება და არა ფინანსური ინტერესი. მაგრამ , სამწუხაროდ ყოველ ნაბიჯზე მრავალ მატერიალურ სიძნელეებს ვაწყდებით.
თუკი თქვენ დაინტერესებით ჩვენი ასოციაციის საქმიანობით და დაგვიჭერთ მხარს პროექტების განხორციელებისათვის მოგვართეთ
ნანა კალანდაძე ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის თავჯდომარე