http://www.awa.org.ge

8 ოქტომბერს, ქობულეთში ტოკიოს ტელევიზიის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. იაპონელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ერთსაათიან დოკუმენტური ფილმს იღებენ. „ტოკიო TV“- ის ჟურნალისტებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დღეგრძელები - 111 წლის ემინე ანთაძე (სოფ. კოხი), 105 წლის თინა ხახუტაიშვილი (სოფ. აჭყვისთავი) და ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ 85 წელს გადაცილებული ბენეფიციარები გადაიღეს. ჟურნალისტი რიე სუბუკი და ოპერატორი ტოშიფუნ ნაგანუმა გადაღებების მსვლელობისას აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ დღეგრძელი ადამიანების სიცოცხლისუნარიანობის, საღი აზროვნების და უსათვალო მხედველობის გამო.

https://www.youtube.com/watch?v=hDRb8Vt09Fs

უკან