ასოციაციაში ,,ღირსეული სიბერე“ პროექტის ფარგლებში ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი ევროკავშირი) მიმდინარეობს ტრენინგები თემაზე ,,მცირე ბიზნესის მართვა“, რომელიც ასაკოვან ადამიანთა (50 წლის შემდეგ) მცირე ბიზნესში ჩართვას, შრომის ბაზარზე მათ მონაწილეობას და ეკონომიური გაძლიერების ხელშეწყობას ემსახურება.
ტრენინგების პირველ ეტაპი ჩაატარა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის ,,ინტელექტი“ (კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე). ტრენერებმა: დავით არძენაძემ და მარი პაპუნიძემ. ხოლო მეორე ეტაპზე ბენეფიციარებთან მუშაობდნენ აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ქობულეთის აგროსერვისცენტრის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი მანუჩარ მჟავანაძე და პროექტის ,,ბიზნეს დებიუტი“ ავტორი ნუგზარ ჟორდანია.
ტრენინგები 50-მდე ბენეფიციარმა გაიარა, მათ შორის უმრავლესობა მცირე გრანტებით დაფინანსდება.