ასოციაციაში ,,ღირსეული სიბერე“ პროექტის ფარგლებში ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი- ევროკავშირი) თვითდასაქმების მენეჯმენტში ტრენინგები დაიწყო, რომელიც ასაკოვან ადამიანთა მცირე ბიზნესში ჩართვას, შრომის ბაზარზე მათი მონაწილეობას და ეკონომიური გაძლიერების ხელშეწყობას ემსახურება. ტრენინგებს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ,,ინტელექტი“.
ასევე დაიწყო გასაუბრება და ჩაწერა შემდეგ ჯგუფში. მსურველებს გთხოვთ მობრძანდეთ ხანდაზმულთა რესურს ცენტრში 10 სთ დან 17 საათამდე. მისამართი: ქობულეთი აღმაშენებელი 130
