ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი ფართოდ აღინიშნა დღეს ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ მიერ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ ფარგლებში. დიდი სამამულო ომის ვეტერანი, 90 წლის ექიმი ქალბატონი ტატიანა სირაძე, როგორც ასოციაციის დამფუძნებელი, დღევანდელი ზეიმის მთავარი მასპინძელი გახლდათ, მასთან ერთად კიდევ ორი ვეტერანი სულეიმან. წულუკიძე და ვახტანგ ყუფარაძე დამსწრე საზოგადოებას ომის მძიმე წლებსა და ქართველ მეომართა თავდადებაზე ესაუბრნენ, (სამწუხაროდ, დღეს ქობულეთს სამამულო ომის მონაწილე 9 ვეტერანიღა შემორჩა და ამ ცხრიდან მხოლოდ სამმა შეძლო ზეიმში მონაწილეობა) ვეტერანებს მიესალმნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარემ ანზორ თხილაიშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ, საკრებულოს წევრმა ნათია თხილაიშვილმა, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა ხათუნა მამასახლისმა, იურისტმა როსტომ გუნთაიშვილმა, ჟურნალისტებმა ჯემალ მეგრელიძემ და ნუგზარ ჟორდანიამ, ასოციაციის ბენეფიციარებმა ნათელა ჟღენტმა და ნუნუ ბერიშვილმა. საღამო მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს კულტურის ცენტრის ახალგაზრდული განყოფილების აღსაზრდელებმა, ვეტერანებს გამგეობისგან ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.