ევროპის დღე - 9 მაისი, ასოციაცია „ღირსეული სიბერისა“ და ქობულეთის კულტურის ცენტრის ერთობლივი ძალებით ორიგინალურად აღინიშნა. ქობულეთის ცენტრში, გამგეობის შენობის წინ დღის 12 საათზე 10 წუთით გადაიკეტა მოძრაობა და ყველა გამვლელი ფლეშმობში ჩაერთო. ქართულ-ევროპული მელოდიებით დატვირთულმა ფლეშმობის პროგრამამ მართლაც
დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა, რომლის დამაგვირგვინებელი აკორდი „ხორუმის“ მოცეკვავეთა მიერ აფრიალებული სლოგანი „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ და ევროკავშირის ჰიმნი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის აქცია ქობულეთში წელს პირველად გაიმართა, მასში რიგით ქობულეთელებთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც ჩაერთნენ.