http://www.awa.org.ge

ხანდაზმულ ქალთა ასოციცია ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას შეუერთდა და მარტის თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით ეხმაურებოდა.
ასოციაციის ოფისში საინფორმაციო შეხვედრა ,,უფლებებია- ჩემი ყვავილები“ ჩატარდა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი - ეკატერინე სხილაძე უძღვებოდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 
ასოციაციის იურისტმა მარიანა ჟღენტმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში სემინარი ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქვეყანაში არსებული დაცვის, პრევენციისა და რეაბილიტაციის მექანიზმებზე ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრას რესურს ცენტრის თანამშრომლები და ქობულეთის საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ. 
გაიმართა ბროშურის ,,ხანდაზმული ქალების ქობულეთიდან’’ პრეზენტაცია, რომელიც საზოგადოებას ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის ათ ბენეფიციარ ქალს აცნობს, ბროშურაში წარმოადგენილია მათი ხედვები ქალთა მდგომარეობის და ხანდაზმულთა პრობლემების შესახებ.
აჭარის ტელევიზიით მიმდინარეობდა სოციალური რეკლამის .. დაამარცხე ოჯახში ძალადობა“ ჩვენება.
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ხალხმრავალ ადგილებში და საჯარო დაწესებულებებში საინფორმაციო მასალა დარიგდა.
ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ ფარგლებში (დონორი-ევროკავშირი) მიმდინარეობდა.

 

უკან