ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ აქტიურ ბენეფიციარებს შორის ერთ ერთი 80 წლის ექიმი ქალბატონი გულსუნდა მდივანიც გახლავთ. მან ერთი მეტად სასიკეთო საქმე წამოიწყო, დადის ახლობლებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან და უმწეო მოხუცებისთვის ტანსაცმელსა და საჩუქრებს აგროვებს.
„როცა სიკეთეს ვაკეთებ, უპირველესად, ჩემს გულს უხარია“, - ამბობს ქალბატონი გულსუნდა და საქველმოქმედო აქციებს პერმანენტულად მართავს. ის, როგორც აქტიური მოხალისე, კეთილი საქმის კეთებისათვის ასოციაციამ „ღირსეული სიბერე“ მადლობის სიგელით დააჯილდოვა.