ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია უერთდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გახმოვანებულ აქციას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული: გადაიღეთ ფოტო სლოგანით ”შევაჩეროთ ქალთა მკვლელობები! დუმილი თანამონაწილეობაა!” განათავსეთ ფოტო თქვენს გვერდზე, ასევე, გამოგვიზავნეთ ჩვენც!
ადამიანები, ვისაც გვსურს, წინ აღვუდგეთ ძალადობას, ბევრნი ვართ. ერთად მოვუწოდოთ ხელისუფლებას, გაამკაცროს ზომები მოძალადეების მიმართ.
ერთად შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს მორიგი მსხვერპლი.
ერთად მოვუწოდოთ გააქტიურებისკენ მათ, ვინც ძალადობის მიმართ გულგრილია.
დუმილი თანამონაწილეობაა! არ დავუშვათ, რომ მოკლული ქალების სია კიდევ გაიზარდოს!