
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი, ქობულეთში, ასოციაცია ღირსეული სიბერის ოფისში, პროექტ ” ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის” (დონორი ევროკავშირი) ქობულეთელ ხანდაზმულებს შეხვდა. ანზორ თხილაიშვილმა ისაუბრა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვლილი 10 თვის მანძილზე განხორციელებული პროგრამებისა და მოსახლეობისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებების შესახებ.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დეპუტატი ხანდაზმულთა პრობლემებს გაეცნო და მათ პრობლემურ სიტუაციებში გარკვევას და დახმარებას დაპირდა.