http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეულ სიბერის" ბენეფიციარებს ქობულეთის № 3 საჯარო სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეები (პედაგოგი ნაირა ტაკიძე) ესტუმრნენ. მოსწავლეებმა და ხანდაზმულებმა თაობათა შორის გაუცხოების პრობლემებზე, შეხედულებათა თანხვედრაზე, ხანდაზმულთა უფლებების დაცვის და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დასასრულს მოსწავლეებმა ასოციაციის სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს სპეციალურად მომზადებული ნობათი გადასცეს. 
შეხვედრა ერთობ საინტერესო გამოდგა, გამოითქვა სურვილი მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდეს. 
ასოციაცია მადლობას უხდის მე3 საჯარო სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეებს და მათ პედაგოგს ნაირა ტაკიძეს გამოჩენილი ინიციატივისათვის.

უკან