ასოციაცია ,,ღირსეულ სიბერის" ბენეფიციარებს ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები სტუმრობდნენ. ახალგაზრდებმა და ხანდაზმულებმა თაობათა შორის გაუცხოების პრობლემებზე, შეხედულებათა თანხვედრაზე, ხანდაზმულთა უფლებების დაცვის და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრა ერთობ საინტერესო გამოდგა, გამოითქვა სურვილი მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდეს. ასოციაცია მადლობას უხდის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს და შეხვედრის ორგანიზატორს საკრებულოს თავმჯდომარეს გვანცა ვარშანიძეს გამოჩენილი ინიციატივისათვის.