29 მაისს, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარების თხოვნით, 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციის ვებ.გვერდსა და „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე დაანონსებულ შეხვედრას არჩევნებში მონაწილე ორი პიროვნება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი დავით წულუკიძე და საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი ჯემალ მეგრელიძე გამოეხმაურნენ. კანდიდატებმა შეკრებილ მრავალრიცხოვან საზოგადოებას თავიანთი საარჩევნო პროგრამები და სამომავლო მიზნები გააცნეს, მათ ძირითადი აქცენტები სოციალური პროექტების მხარდაჭერაზე გააკეთეს, ასევე დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.