30 ოქტომბერს, ხანდაზმულთა ასოციაციას ,,ღირსეული სიბერე,“ რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტს ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ ახორციელებს, ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ესტუმრა. ცენტრის ხელმძღვანელის მაია ჩიტაიას უშუალო ინიციატივით რესურს ცენტრის ბენეფიციართათავის გაიმართა შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან. მწერალს ასოციაციამ დარბაზში ხანდაზმულებთან ერთად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც დაახვედრა და ამით შეხვედრას ორმაგი დატვირთვა მიეცა, დაგეგმილი საუბარი ქართული და ევროპული კულტურისა და ღირებულებების მსგავსებებებთან დაკავშირებით, თაობათა დიალოგში გადაიზარდა. სტუმრებს ბენეფიციარი გულსუნდა მდივანი მიესალმა, ხოლო ნათელა ჟღენტმა საკუთარი ლექსების და მოთხრობების კრებული გადასცა.
სტუმარმა დამსწრეთა შეკითხვებსაც ამომწურავად უპასუხა და საკუთარი ავტოგრაფით წიგნები და ევროკავშირის საინფორმაციო ბროშურები დაარიგა. დათო ტურაშვილს ქალბატონ მაიასთან ერთად თან ახლდა მწერალი ლაშა ბუღაძეც, რომელიც მიესალმა შეკრებილ საზოგადოებას და ასოციაციასა და მის წევრებს წარმატებები უსურვა. შეკრებილმა საზოგადოებამ ასოციაციის საქმიანობის ამსახველი ვიდეო ფილმიც ნახა.
ხანდაზმულთა რესურს ცენტრი მადლობას უხდის ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრს საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისათვის.