30 იანვარს ხანდაზმულთა რესურს ცენტრში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა პრობლემების გადაწყვეტის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ბენეფიცირებთან და ადვოკატირების ჯგუფთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე თენგიზ მეგრელიძეც ესწრებოდა.
ბენეფიციარები, რომლებსაც ასაკისა და სიმარტოვის გამო უჭირთ სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტა ხანდაზმულთა რესურს ცენტრს განცხადებით მიმართავენ. იურისტი მარიანა ჯღენტი მათ პრობლემებს შეისწავლის და საჯარო სტრუქტურის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს გეგმავს.
ამჯერად შეკრებილმა საზოგადოებამ ბენეფიციართა შემოტანილი განცხადების და მომზადებული ,,ქეისების“ საფუძველზე იმსჯელა მათ პრობლემებზე, მათ შორის ბენეფიციართა საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიის დაკანონების, სამშენებლო კოოპერატივში ჩადებული და დაკარგული თანხების კომპენსირების, საკუთრების მოწმობის გაუქმები შესახებ. ასევე მარტოხელა ბენეფიციარის პრობლემის თაობაზე, რომელსაც მეზობელმა მისასვლელი გზით სარგებლობის უფლება შეუზღუდა. ბატონმა თენგიზ მეგრელიძემ ბენეფიციარების კითხვებს სრულყოფილად უპასუხა და მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
