http://www.awa.org.ge

პროექტის ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის“ (დონორი-ევროკავშირი) ფარგლებში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა პრობლემების მოგვარების მიზნით თვეში ერთხელ ,,მრგვალი მაგიდის“ ფორმატში შეხვედრა იმართება. შეხვედრას ბენეფიციარები, საჯარო სტრუქტურების პასუხისმგებელი პირები და ჟურნალისტები ესწრებიან. შეხვედრას წინ უსწრებს განსახილველ საკითხთა ადგილზე შესწავლა. 
მორიგი მრგვალი მაგიდის შეხვედრის მომზადების მიზნით პროექტის იურისტმა ( მარიანა ჟღენტი) ყოფილი სტატისტიკის სამმართველოს შენობაში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირები მოინახულა, რომლებსაც საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის პრობლემები აქვთ. 
პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით დანიშნულ შეხვედრაზე მოწვეული არიან აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. დაგეგმილია პროექტის ბენეფიციართა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ პრობლემების განხილვა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა.

უკან