http://www.awa.org.ge

გასულ პარასკევს, ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლაში შშმ ბავშვებს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს, რომელსაც ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ თანამშრომლები და ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, 15 ივნისი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, აღნიშნული სკოლა კი რაიონში ერთ ერთი პირველია, რომელმაც ამ კატეგორიის მოსწავლეებისათვის ადაპტაცია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წარმატებით გაიარა. საზეიმო შეხვედრას სკოლის პედაგოგებთან ერთად მოსწავლეთა მშობლებიც დაესწრნენ. თანატოლებს უფროსკლასელმა მეგობრებმა ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს, მუსიკალური კომპოზიციის წარმოდგენის შემდეგ ყველამ ერთად იმხიარულა. ასოციაციის სახელით მასპინძლებს პარტნიორი ორგანიზაციის - გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ მთავარი რედაქტორი ჯემალ მეგრელიძე მიესალმა და ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, სკოლის დირექტორმა ნანა სიხარულიძემ თავის სიტყვაში აღსაზრდელებისადმი უდიდესი სითბო გამოხატა, პედაგოგებს მხნეობა უსურვა, ხოლო სტუმრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

უკან