http://www.awa.org.ge

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი" ს ფარგლებში ( დონორი -ევროკავშირი) თავის ბენეფიციარებზე ზრუნვას აგრძელებს. გარდა ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა, ასოციაცია მათ სასურსათო პაკეტებითაც ეხმარება, რომლებიც საქველმოქმედო აქციების დროს გროვდება.
აღდგომის დღესასწაულიც ასოციაციაში ტრადიციულად საქველმოქმედო აქციით აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც 50 უმწეო მოხუცს სააღდგომო პროდუქტები გადაეცათ. 
აქციის პირველი დღე იმ მოხუცებს და შშმ პირებს დაეთმოთ, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დახმარების მისაღებად ოფისში მოსვლას ვერ ახერხებენ, ასოციაციის თანამშრომლებმა, მათ სააღდგომო საჩუქრები პირდაპირ ბინაზე მიუტანეს, დღეს დილიდან კი პროდუქტები ოფისში მისულ ბენეფიციარებს დაურიგდათ. 
ასოციაცია მადლობას უხდის ქველმოქმედებისათვის ქობულეთის ბაზრის მფლობელს მალხაზ რომანაძეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ბიზნესმენ ავთანდილ ზოიძეს, სუპერმარკეტ „ქობულეთის“ მფლობელ ლევან გორგილაძეს და მარკეტ „ლიდერ ირის“ მფლობელს ირინა პუტურიდს.

 

  


უკან