http://www.awa.org.ge

ასოციაციაში ,,ღირსეული სიბერე“ პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ს ფარგლებში (დონორი ევროკავშირი) ხანდაზმულ ბენეფიციართათვის კომპიუტერის შემსწავლელი კურსები მიმდინარეობს. 82 წლის ნაზი კალანდაძემ უფასო კომპიუტერული კურსების შესახებ ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებით  გაიგო და ასოციაციას მიაკითხა. ნაზი ბებომ ელექტრონული ფოსტა, სკაიპი   შეისწავლა და საკუთარი ფეისბუქის გვერდიც გახსნა.

76 წლის ნათელა ჟღენტი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ კომპიუტერის შესწავლის შესაძლებლობა ადრეულ ასაკში ვერ შეძლო. ,,ლექსებს და მოთხრობებს ვწერ, ჩემთვის ნამდვილად საჭირო და აუცილებელია კომპიუტერული უნარ ჩვევების ცოდნა. როდესაც გავიგე ხანდაზმულთა ასოციაციაში მსგავსი ტრენინგ-სემინარები ტარდებოდა მაშინვე დავინტერესდი. ახლა ვორდში ტექსტების აკრებას ვსწავლობ, მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ასე მცირე დროში კომპიუტერის დეტალურად შესწავლა შეუძლებელია, მალე ჩვენი პედაგოგი სკაიპში დაგვარეგისტრირებს და უცხოეთში ნათესავებს შევეხმიანები”, ამბობს ნათელა ჟღენტი. კომპიუტერულ პროგრამებს ასოციაციაში ამჟამად 15 ბენეფიციარი ეუფლება. 

უკან