ასოციაცია ,,ღირსეული სიბერეს“ თანამშრომლები და ბენეფიციარები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად ქობულეთის №3 საჯარო სკოლაში არსებულ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ესტუმრნენ. ეს ქობულეთში ერთადერთი სკოლაა სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე 21 ბავშვი ეუფლება ცოდნის საფუძვლებს. სტუმრებმა ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და საუკეთესო სურვილები უსურვეს. ხანდაზმულმა პედაგოგმა ნათელა ჟღენტმა ამ დღისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა. პატარებს განსაკუთრებული სითბოთი მოეფერა 82 წლის ვეტერანი მეან-გინეკოლოგი გულსუნდა მდივანი. საოცრად ამაღელვებელი იყო მადლიერების სითბოთი გაცისკროვნებული პატარების გულწრფელი მადლობით გამთბარი სიტყვების მოსმენა.
შეხვედრაზე სკოლის დირექტორი ნანა სიხარულიძე, პედაგოგები თამარ მესხიძე, ნანი ჯინჭარაძე, მადონა გოგიტიძე და მოსწავლეთა მშობლებიც იმყოფებოდნენ. მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება და პატარებს ჩვენი ორგანიზაციის სახით საიმედო მეგობრებიც ეყოლებათ.