1999 წლიდან, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 21 მარტს მთელი მსოფლიო პოეზიის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად ხანდაზმულ პოეზიის მოყვარულებს კლუბ ,,სიჭაბუკის“ ახალგაზრდა პოეტები ეწვივნენ, რომელსაც ნინო მეგრელიძე ხელმძღვანელობს.
ახალგაზრდებმა და ხანდაზმულებმა საკუთარი თუ ცნობილი პოეტების ლექსები წაიკითხეს. ყვითელგულა ნარცისებით მორთულ ოფისში გაზაფხულის და პოეზიის სურნელი ტრიალებდა. დღეს, პოეზიის სიყვარულმა თაობები გააერთიანა.
