http://www.awa.org.ge

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე - 1 ოქტომბერი ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებს საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა მიულოცა და მილოცვასთან ერთად პარლამენტში მისი საქმიანობის ათთვიანი ანგარიში ჩააბარა. ფატი ხალვაშმა დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხა და პრობლემების მქონე ბენეფიციარებს კანონის ფარგლებში შესაძლებელ დახმარებასაც დაჰპირდა.
შეხვედრის მსვლელობისას ხანდაზმულ ბენეფიციარებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ასოციაციის ექსპერტმა ნუგზარ ჟორდანიამ, მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის მთავარმა რედაქტორმა ჯემალ მეგრელიძემ, ბენეფიციარმა ეთერ გოგავამ, ასოციაციის ბენეფიციარმა პოეტებმა ნუნუ ბერიშვილმა და ნათელა ჟღენტმა კი საკუთარი ლექსები წაიკითხეს. შეხვედრა თანამედროვე ცეკვებითა და სიმღერებით ქობულეთის კულტურის ცენტრის პატარა აღსაზრდელებმა გაალამაზეს. დასასრულს ბენეფიციარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ, რომელიც მათ ფატი ხალვაშმა მიართვა. 

უკან