http://www.awa.org.ge

 

პირველ ნოემბერს ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“- ოფისში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. პროექტ ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის“ (დონორი ევროკავშირი) ფარგლებში ასოციაციის ბენეფიციარ პოეტ ქალბატონებს, მედია ჯგუფი ,,აჭარა p.s.”-ის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსის მონაწილე, სომხეთის რესპუბლიკის ქ.სევანის მკვიდრი ორმოცდაათამდე შემოქმედი ახალგაზრდა ეწვია. სტუმრებმა გულისყურით მოისმინეს ჩვენი პოეტი ქალბატონების საინტერესო საუბრები, წაიკითხეს ლექსები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე.ასოციაციის ბენეფიციარმა პოეტმა ქალბატონმა ნათელა ჟღენტმა ქ.სევანის საჯარო ბიბლიოთეკას და #1 საშუალო სკოლას სიმბოლურ საჩუქრად საკუთარი წიგნები გაუგზავნა.
შეხვედრამ თბილ ვითარებაში-თაობათა დიალოგის ფორმატში ჩაიარა.

უკან