გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია, რომელიც 25 ნოემბერიდან ყოველწლიურად იმართება მთელს მსოფლიოში, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და კონსოლიდაციას ისახავს მიზნად.
ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია პროექტის ფარგლებში ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი-ევროკავშირი) 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამართავს შემდეგ ღონისძიებებს:
25 ნოემბერს ასოციაცია შეუერთდა საქართველოს 22 ქალაქში მიმდინარე აქციას „ქალზე ძალადობა დანაშაულია – შეაჩერე“ აქცია გაიმართება 13:00 გამგეობის წინ, სკვერში.
1 დეკემბრიდან ხანდაზმულთა რესურს ცენტრში გაიმართება ფოტოგამოფენა ,,ფოტოთი გამოხატული პროტესტი“. პასუხიმგებელი: მანანა ქველიაშვილი.
2 დეკემბერი, 15:00 ,,მრგვალი მაგიდა“ ოჯახში ძალადობის თემაზე. მოდერატორი მარიანა ჟღენტი
3 დეკემბერი, 15:00 ლიტერატურული კონკურსის ,,არა ძალადობას!“ გამარჯვებულების დაჯილდოვება, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. პასუხისმგებელი ჯემალ მეგრელიძე
4 დეკემბერი, 16:00 სემინარი ,,ქალი და ქრისტიანობა“ პრეზენტატორი იულია ბაჯელიძე. მოდერატორი ნანა კალანდაძე
8 დეკემბერს 15: 00 ლევან კოღუაშვილის ფილმის, „ქალები საქართველოდან“ ჩვენება. გაიმართება დისკუსია. მოდერატორი ნანა კალანდაძე
16 დღიანი კამპანია 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდება- საინფორმაციო კამპანიით გენდერული თანასწორობის და ოჯახური ძალადობის საკითხებზე, რომელშიც ასოციაციის მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას.
საზოგადოებრივი მაუწყებელით და აჭარის ტვ-ით გაიმართება ასოციაციის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადებული სოციალური რეკლამის ,,დაამარცხე ოჯახში ძალადობის “ ჩვენება.
ხანდაზმულთა რესურს ცენტრის მისამართია: ქობულეთი, აღმაშნებელის 130. ხანდაზმულთა რესურს ცენტრი.
პროექტის დირექტორი: ნანა კალანდაძე ტელ: 599 40 19 15