7 მარტს, ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ღირსეული სიბერის ორგანიზებით, ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას უძღვებოდა სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი - ეკატერინე სხილაძე.
შეხვედრა ,,უფლებებია - ჩემი ყვავილები“ მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
შეხვედრისას მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა საერთაშორისო დღის ისტორიის შესახებ, ასევე ნაჩვენები იქნა ფილმი ,,გოგონებს აქვთ სათქმელი“, რომელიც საქართველოში მცხოვრები 4 გოგონას ისტორიას ასახავს და მათ შეხედულებებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე.
დისკუსიის დროს აქცენტები გაკეთდა ისეთ თემებზე, როგორიცაა: თავისუფლება, ძალადობა, ინდივიდუალურობა, ქორწინება, უფლებები.
ასოციაცია მადლობას უხდის ეკატერინე სხილაძეს ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ტრენინგისთვის