http://www.awa.org.ge

18 მაისს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე-ს“ ოფისში ,,მრგვალი მაგიდის“ ფორმატში მორიგი სხდომა გაიმართა. განხილვის თემა ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო, რადგანაც იგი ორგანიზაციის ბენეფიციართა ერთი ნაწილის სოციალური დახმარების მქონეთა სიიდან ამოღებას და შესაბამისად - უპოვართა სასადილოში უფასო კვების მიღების შეწყვეტას ეხებოდა.
აღნიშნული პრობლემისა შესახებ ორგანიზაციას ოცდახუთმა ბენეფიციარმა განცხადებით მომართა. მათი განცხადებებით,- სოციალური სამსახურის აგენტების მიერ წარდგენილ დოკუმენტებში უზუსტობები იყო დაშვებული, რაც მათი თქმით - დახმარებების მიღების შეწყვეტის მიზეზი გახდა, რადგანაც მათ თავად ვერ მოახერხეს დამაჯერებელი პასუხების მიღება შესაბამისი ორგანოებიდან დახმარებისთვის ასოციაციას მომართეს.
ჩვენს თხოვნას ,,მრვალი მაგიდის“ სხდომაში მონაწილეობის შესახებ უყოყმანოდ გამოეხმაურა სოციალური სააგენტოს ქობულეთის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გორგილაძე. სხდომაზე ყველა განმცხადებლის პრეტენზია ინდივიდუალურად იქნა მოსმენილი, განხილეს ყველა პუნქტი, რომლის შემდეგაც დადგინდა კიდეც განცხადებაში მოყვანილი ფაქტების რეალური სურათი. 
გამოიკვეთა ასევე ზოგიერთ ბენეფიციართა მხრიდან გამოთქმული პრეტენზიების უსაფუძლობა, თუმცა მათი უმწეო მდგომარეობა ეჭვგარეშეა, მაგრამ სამწუხაროდ არსებული წესები არჩევანს არ ტოვებს. მიუხედავად ამისა რამდენიმე ბენეფიციარის საჩივარში შეცდომებისა და უზუსტობების ნიშნებიც იკითხებოდა, რაც ცალკე განსჯის საგანი და გადამოწმების საფუძველი გახდა. 
სააგენტოს ხელმძღვანელმა ოპერატიულად სხდომაზევე მიიღო გადამოწმებისთვის მზაობის გადაწყვეტილება სარეიტინგო ქულების გადასინჯვის თაობაზე . რაც ბენეფიციართა სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილების მიღების რეალური საფუძველი გააჩინა. ამ საკითხებზე მუშაობა უკვე დაიწყო. საერთო აზრით საკითხი უფრო მეტ ინფორმაციულ უზრუნველყოფას და საჯაროობას საჭიროებს.

 

უკან