http://www.awa.org.ge

განახლდა ტრენინგების ციკლი თემაზე ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“ (ტრენერი: დავით არძენაძე) ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" ახორციელებს (პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი). პროგრამაში 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას. პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირების მხრივ და საგრანტო კონკურსს. სემინარები ტარდება ასევე მეცხოველეობასა და მემცენარეობაში. გადანცხადების შემოტანა ყოველდღე შეგიძლიათ. მისამართი ქობულეთი, რუსთაველის 36.

უკან