http://www.awa.org.ge

ხანდაზმულთა ეკონომიური გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ჩვენი ოფისის ეზოში სადემონსტრაციო სათბურია განთავსებული, სადაც პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან მარწყვის მოყვანით დახურულ გრუნტში, შეუძლიათ გაეცნონ სათბურში მარწყვის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს. SAN ANDREAS ჯიშის მარწყვი 40 კვადრატულ სათბურშია გაშენებული. თეორიული მასალის მიწოდების შემდეგ, სათბურში პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება. საგრანტო კონკურში მონაწილე 5 ბენეფიციარს მარწყვის სათბურის მოწყობისათვის მცირე გრანტი გადაეცათ. აქტივობა მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი

უკან