http://www.awa.org.ge

15 ოქტომბერი, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წლიდან აღინიშნება. მსოფლიოს საკვები პროდუქტების ნახევარზე მეტი სწორედ სოფლად მცხოვრები ქალების მიერ იქმნება, თუმცა მათი დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ის წვლილი, რაც ქვეყნის ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეაქვთ, პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება. ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ ხანდაზმულთა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ხანდაზმულ ქალთა ეკონომიური გაძლიერების პროგრამებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე წელია ახორციელებს. პროგრამების ფარგლებში მცირე გრანტებით დაფინანსდნენ სოფლად მცხოვრები ბენეფიციარები და მათ საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს.

უკან