http://www.awa.org.ge

ხანდაზმულ ქალთა ასოციაციაში   გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია სხვადასხვა  აქტივობებით   აღინიშნა (პროექტი  ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“,  დონორი - ევროკავშირი)-

25 ნოემბრიდან ასოციაცია ჩაერთო  გლობალურ კამპანიაში  ,,გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“   და ლოზუნგი ,,დაგმე ოჯახში ძალადობა, შეღებე სამყარო ნარინჯისფრად“ ბევრმა ქობულეთელმა გაიზიარა.

29 ნოემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობა საზოგადოების წარმომადგენლებმა,  სოციალური   მომსახურეობის სააგენტოს  და   პოლიციის  თანამშრომლებმა მიიღეს. ოჯახში ძალადობის სამართლებრივ საკითხებზე  და  ძალადობის ფაქტებზე    ასოციაციის  იურისტმა მარიანა ჟღენტმა, ქობულეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელმა მზია გოგიტიძემ და  სოციალური სააგენტოს იურისტმა  ლაშა მამულაძემ ისაუბრეს.

3 დეკემბერს  ოჯახში ძალადობის თემაზე   ფილმების ჩვენება, შემდეგ    კი  დისკუსია გაიმართა.  აქტივობაში  პროექტის    ბენეფიციარები    და    კულტურის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.  მოდერატორი  შორენა დოლიძე.

6 დეკემბერს  სემინარი ,,მამაკაცური საუბრები გენდერზე“ გაიმართა,  რომელშიც ქობულეთის მე6, 2 და მე3 საჯარო სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.  სემინარი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალგაზრდა ვაჟების ცნობიერების ამაღლებასა და მგრძნობელობის გაზრდას ისახავდა.   მოდერატორი ნუგზარ ჟორდანია.

10 დეკემბერს  ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს კი ქალთა მიმართ  ძალადობის წინააღმდეგ ახალი სოციალური რეკლამის პრეზენტაცია გაიმართება და  შეჯამდება  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. დასწრება თავისუფალია. 

უკან