http://www.awa.org.ge

5 დეკემბერს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში გენდერული ძალადობის წინააღმდგეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა სემინარი თემაზე ,,გენდერული სტერეოტიპები ქართულ რელობაში,“ რომელსაც ქობულეთის მე6 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სემინარი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე. მნიშვნელოვანია ბავშვებმა ადრეული ასაკიდან მიიღონ შესაბამისი განათლება. მათთან უნდა ხდებოდეს გენდერულ საკითხებზე მსჯელობა, რაც პრობლემების შემცირებას შეუწყობს ხელს. სემინარს იურისტი მერი ცინარიძე უძღვებოდა. აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში (პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი).

უკან