http://www.awa.org.ge

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საქმიანობის ყოველი დღე სიღარიბის დაძლევას უკავშირდება, სიღარიბის დაძლევის მსოფლიო დღე - 17 ოქტომბერი, ასოციაციამ „ღირსეული სიბერე" მაინც განსაკუთრებულად აღნიშნა. 
პროექტის „ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი“ (დონორი ევროკავშირი) ფარგლებში ასოციაციის ექსპერტები და თანამშრომლები განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბენეფიციარებს ოჯახებში ეწვივნენ და კვების პროდუქტებთან ერთად ჰიგიენური საშუალებები და ტკბილეული მიართვეს. დღესვე გამოცხადდა ტრადიციული „ერთი ნაპობი შეშის აქცია“, რომლის ფარგლებშიც მოახლოებული ცივი ზამთრის განმავლობაში არა ერთ ბენეფიციარს გავუთბობთ კერიას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ასოციაციამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ასაკოვანი ადამიანების თვითდასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხანდაზმულთა სიღარიბის და სოციალური გარიყულობის შემცირებას.

უკან