სიღარიბის გამო ყოველდღიურად მსოფლიოში 58 ათასი ადამიანი იღუპება. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი ძალიან ღარიბია, მათ შორის უმრავლესობა ხანდაზმულია. ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ საქმიანობის ყოველი დღე სიღარიბის დაძლევის და სოციალური გარიყულობის შემცირების ხელშეწყობას უკავშირდება. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ასოციაცია ასაკოვანი ადამიანების თვითდასაქმების პროგრამას ახორციელებს, ხელს უწყობს მოსახლეობაში ქველმოქმედების განვითარებას, ახორციელებს უმწეო ბენეფიციარების ადვოკატირებას.