ფაშიზმზე გამარჯვების დღე ასოციაციაში ,,ღირსეულ სიბერე“ ტრადიციულად ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს. ექვსი ვეტერანიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზეიმზე მოსვლა მხოლოდ სამმა : ტატიანა სირაძემ, ოსმან ცეცხლაძემ და მემედ ბეჟანიძემ მოახერხა. ასოციაციის თანამშრომლებმა, ბენეფიციარებმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და დღეგრძელობა უსურვეს. საღამო მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს ხალხურ საკრავთა ჯგუფმა ,,ჩანგმა“ და ასოციაციასთან არსებულმა ვოკალურმა ანსამბლმა ,,მომღერალმა ბებოებმა“. ბენეფიციარმა პოეტებმა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. იყო მილოცვები, მოფერება, ემოციები, შუშხუნებიანი ტორტი და სამახსოვრო საჩუქრები. ვეტერანთა სახელით თითქმის საუკუნეს მიღწეულმა ოსმან ცეცხლაძემ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.
აქცია გაიმართა ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პარტნორები გურისს აგრობიზნეს ცენტრი და დემოკრატიის ინსტიტუტი.