გამოზაფხულებისთანავე ნაზამთრალ ქობულეთში ზღვის სანაპიროსა თუ სხვადასხვა ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გროვები გამოჩნდა. ქალაქის მოვლა- პატრონობა თითოეული ჩვენთაგანის ვალია, ამიტომ ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" - ქობულელეთელების წინაშე ინიციატივით გამოდის, ერთობლივად დავასუფთაოთ გარემო! სწორედ ამ მიზნით 26 მარტს პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი-ევროკავშირი) ხანდაზმულმა ბენეფიციარებმა და გაზეთ ,,ჩემი ქობულეთის” ახალგაზრდა ჟურნალისტებმა, ასევე კლუბის ,,ქობულეთი ნარჩენების გარეშე” წევრებმა (ხელმძღვანელი ერეკლე ნოღაიდელი) ზღვის სანაპირო დაალაგეს.
იმედია ჩვენს მიერ წამოწყებული აქცია მხარდაჭერას ფართო საზოგადოებაშიც ჰპოვებს და მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებები თუ სხვა სამსახურები აუცილებლად მოგვბაძავენ.