http://www.awa.org.ge

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა და ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციები ევროპის დღის აღსანიშნავად საქართველოს რეგიონებში მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებენ. 
დღეს, 8 მაისს, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში ქობულეთის  აგროსერვის ცენტრში ( სოფელი გვარა) მცირე ფერმერული კოოპერატივების მიერ წარმოებული საკვები პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაში ხანდაზმულთა ასოციაციის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ ფარგლებში მიმდინარე პროგრამის ,, ასაკოვანთა თვითდასაქმების ხელშეწყობა“ ბენეფიციარებიც მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იყო ბენეფიციარების მიერ წარმოებული მეფუტკრეობის პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი, ნახევარფაბრიკატები, ალოე, წიწილები, ჭაჭა, ღვინო, რძის ნაწარმი და ნიჟარებით დამზადებული სუვენირები. 
ღონისძიებას დაეწრნენ ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.958937647474130.1073742103.110260972341806&type=1

უკან