http://www.awa.org.ge

ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ოფისში, 19 თებერვალს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ ფარგლებში, ცენტრის ბენეფიციართა და საჯარო სტრუქტურები გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის მორიგი ,,მრგვალი მაგიდა" გაიმართა. შეხვედრის თემა სოციალური შემწეობების შეჩერებას და უპოვართა სასადილოს სიებიდან ბენეფიციართა ამოღებას შეეხებოდა. 
ამჯერად „მრგვალი მაგიდის“ ერთ მხარეს ასოციაციის 16 ბენეფიციარი, ხოლო მეორე მხარეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ხათუნა მამასახლისი და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოც.მუშაკი ფრიდონ აბაშიძე ერთმანეთის პირისპირ პრობლემისაგან გამოსავალზე მსჯელობდნენ. 
სტუმრებმა დეტალურად მოისმინეს თითოეული ბენეფიციარის პრეტენზია და საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ მათ.

უკან