http://www.awa.org.ge

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ხანდაზმულთა რესურს ცენტრში საინფორმაციო სემინარი გაიმართა. სემინარის მთავარი თემა სურსათის უვნებლობის საკითხი იყო. 
ყოველწლიურად 1948 წლიდან, 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ირჩევს თემას და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიებებს რათა შერჩეული თემა მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. 2015 წელის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემად სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა შეირჩა. 
ბენეფიციარებთან ერთად სემინარზე მოწვეული იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს, აჭარის რეგიონალური სამმართველო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამსახურის სპეციალისტი ნატო ქარდავა, საზოგადოებას აინტერესებდა რა კეთდება ამ საკითხთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მაგრამ ქალბატონმა ნატომ შეხვედრაზე მოსვლა ვერ შეძლო. 
საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა მეცნიერებათა დოქტორმა ლიანა ბერიშვილმა. სემინარზე ითქვა, რომ სურსათის უვნებლობა მოსახლეობის ჯანმრთელობის წინაპირობაა. არაჯანსაღმა საკვებმა შესაძლოა გამოიწვიოს დიარეული და ვირუსული დაავადებები, რეპროდუქციული და ზრდა-განვითარების პრობლემები, სიმსივნეები. დაავადებისაგან განსაკუთრებით ზარალდებიან მოხუცები, ბავშვები და ჩვილები, ორსული ქალები და ადამიანები დაქვეითებული იმუნური სტატუსით.
სემინარის ბოლოს დარიგდა თემატური საინფორმაციო მასალა.

გთავაზობთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 5 რეკომენდაციას:
1: შეინარჩუნე სუსუფთავე
2: განაცალკევე უმი და მომზადებული საკვები
3: მოამზადე საკვები სათანადოდ
4: შეინახე საკვები საჭირო ტემპერატურაზე
5: გამოიყენე უსაფრთხო წყალი და უვნებელი ახალი პროდუქტი

გისურვებთ ჯანმრთელობას!

უკან